„აზოვსტალიდან“ აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით შესაძლოა მოლაპარაკებები გაიმართოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში „აზოვსტალიდან“ აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

რუსეთის საგერეო უწყების მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა შესაძლოა განიხილონ.

„ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ სავრაუდოდ სადღაც განიხილება. მე ყველანაირ შესაძლებლობას ვუშვებ, რომელიც არ ეწინააღმდეგება საღ აზრს“, – აღნიშნა რუდენკომ.

მსგავსი თემები