,,ღარიბაშვილის ყველა განცხადება იყო ანტიუკრაინული”- რომან გოცირიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები ანტიუკრაინულია და  უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარება არა საქართველოს სახელმწიფომ, არამედ ქართველმა ხალხმა გაუწია.

,,საქართველოს ხელისუფლების, პირადად ღარიბაშვილის ყველა განცხადება იყო ანტიუკრაინული, დემონსტრაციული, სპეციალურად გაკეთებული განცხადება, რომ ის არ უერთდება არანაირ სანქციას.

როდის ახსენა ბატონმა ღარიბაშვილმა პუტინი? ვეძებე გუგლში, 2014 წელს პირველად ახსენა, მას შემდეგ 8 წელი გავიდა და ვერსად ვერ ვიპოვე.

საქართველო თურმე მსოფლიოში ყოფილა 1-ელ ადგილზე საფოსტო გზავნილებით უკრაინისადმი, დახმარების კუთხით და ამითი ამაყობს ხელისუფლება, როდესაც ეს არის ჩვენი მოქალაქეების კერძო ინიციატივა. რა გააკეთა ხელისუფლებამ უკრაინის დასახმარებლად, ჩამოგვიწერონ და არა – რა გააკეთა ხალხმა,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

,,მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები