ვატიკანი მზადყოფნას გამოხატავს, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებაში ჩაერთოს

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების პროცესში დახმარებას ვატიკანიც სთავაზობს.   წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერის განცხადებით, ამისთვის საჭიროა მზაობა ორივე მხარემ გამოხატოს.

წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა პრესკონფერენციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან ერთად გამართა.

„ნებისმიერი საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს ორი მხრიდან მოწვევას. თუ წმინდა საყდარი მიიღებს უკრაინის და რუსეთის მხრიდან მოწვევას, რომ ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებათა პროცესს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებოდით და ყოველმხრივ შევეცდებოდით პროცესში ჩავერთოთ“ – აცხადებს ვატიკანის წარმომადგენელი.

 

მსგავსი თემები