,,არის სერიოზული ცვლილებები, რომელიც სასწრაფო მკურნალობას და მიხედვას საჭიროებს”- კობა ნაყოფია

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის კობა ნაყოფიას განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილს ,,ვივამედის” კლინიკაში თავის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა. მისი თქმით, კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კომუნიკაცია სააკაშვილის პირად ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძესა და კლინიკის მედპერსონალს შორის მიმდინარეობს.

,,შედეგები არ მინახავს. ექიმი არ ვარ და რომც მენახა, ვერ შევაფასებ, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ელაპარაკა ექიმებს და არის სერიოზული ცვლილებები, რომელიც სასწრაფო მკურნალობას და მიხედვას საჭიროებს. როგორც ვიცი, მიმდინარეობს კომუნიკაცია ნიკოლოზ ყიფშიძესა და კლინიკის მედპერსონალს შორის. უნდა ენახა მისი კვლევის შედეგები, ან ანახებენ. ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება – სააკაშვილის გადაყვანა უცხოეთში სამკურნალოდ”- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მსგავსი თემები