ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ცნობით, ქალაქ რუბეჟნოეში კრიტიკული ვითარებაა. მისი თქმით, ქალაქმა მარიუპოლის ბედი გაიზიარა.
ომამდე რუბეჟნოეში 60 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი ქალაქი დანგრეულია და მოსახლეობა ევაკუირებული.
,,რუბეჟნოემ მარიუპოლის ბედი გაიზიარა, სამრეწველო ქალაქი დანგრეულია, ბევრი სახლი ვეღარ აღდგება, ეზოებში – სასაფლაოებია. დღეს ადგილობრივები სამ კატეგორიად იმყოფა: ევაკუირებული უსაფრთხო ქალაქებში უკრაინაში ან მის ფარგლებს გარეთ; რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტირებულები; ისინი, ვინც ჯერ კიდევ კადიროველების მძევლები არიან და ქალაქის სარდაფებში ცხოვრობენ.
ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ყველაფერს, თუნდაც ნულიდან! მაგრამ თქვენ ორკები პასუხს აგებთ!”- აცხადებს სერგეი გაიდაი.