,,პოდოლიაკი არის რიგითი ჭანჭიკი უკრაინის მთავრობაში”- ირაკლი ზარქუა

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას აფასებს. პოდოლიაკმა პრორუსი ოლიგარქების დასანქცირება მოითხოვა და მათ შორის ივანიშვილიც დაასახელა.

მმართველი გუნდის წევრის თქმით, რთულია პოდოლიაკს ობიექტურობა და სამართლიანობა მოსთხოვო, რადგან ის ზარქუას შეფასებით ფასიანი ლობისტია.

„მან თქვა, რომ მისთვის მთავარია ფული გადაუხადონ და იმ პოზიციას დაიჭერს. ასეთი ადამიანის განცხადება უინტერესოა. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ და ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, რადგან ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ. ვერც პოდოლიაკები და ვერც მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ, რაც არ უნდა ეცადონ. მათი ბრალდებები, სისულელეები და შტერობები ომს ვერ გახსნის საქართველოში, ჩვენი ქვეყნიდან მეორე ფრონტი არ იქნება, ამას ვერ მიაღწევენ, ვინც არ უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანას ომი არ სჭირდება, განვითარება სჭირდება. ვინც არ უნდა გაბრაზდეს, რა პრეტენზიებიც არ უნდა წამოაყენონ ჩვენი ქვეყნისა და ლიდერების მიმართ, ეს არის მეათეხარისხოვანი, რადგან პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში. თავის დროზე ვაფრთხილებდით პოროშენკოს, შემდეგ თმებით რომ ითრევდა და ციხე-ციხე დაატარებდა, იგივე ვუთხარით ზელენსკისაც. მისი გადასაწყვეტია, ამ ყველაფერს გაითვალისწინებდა თუ არა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მის ტერიტორიულ მთლიანობას. დანარჩენი, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან, უმნიშვნელოა, რადგან დღეს არიან, ხვალ არ იქნებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები