,,სად ხედავთ უკუსვლას მედიის თავისუფლების კუთხით”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვიოლა ფონ კრამონის მიერ მედიის თავისუფლებაზე გაკეთებულ განცხადებას  უპასუხა. მისი თქმით, ქვეყანაში მედიათავისუფლების მხრივ რეგრესი არ შეიმჩნევა და აღნიშნა, რომ  ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ერევა.

,,სად ხედავთ უკუსვლას მედიის თავისუფლების კუთხით? ანუ, რა შეიცვალა? შარშან, გვქონდა ბევრად უკეთესი მდგომარეობა – წელს უარესი? არავითარი ცვლილება არ არის ამ მიმართულებით. სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. აი, ამ აღქმებს აყალიბებს აქ “ნაცმოძრაობა”, იქ ფონ კრამონებიფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა ჯგუფი. ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი იმიტომ, რომ ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მათ შორის, სამართლის უზენაესობა. როდესაც, 2012 წლიდან მოყოლებული, მთავარი, რასაც შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო, ეს არის მათი მთლიანი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს. ეს არის ძალიან ლოგიკური დასკვნა და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ისინი არიან კონკრეტული კრიმინალური ძალის მფარველები. “ნაცმოძრაობა” რა დანაშაულებს ჩადიოდა 2012 წლამდე არ იცოდა ვიოლა ფონ კრამონმა? ან რიშმა და ა.შ. ყველამ იცოდა. ვიოლა ფონ კრამონი სამართლიანად რომ აფასებდეს “ნაცმოძრაობას”, მათ შორის, დღესაც და გუშინ რა იყო. რომ ჰქონოდა მაშინაც და ახლაც სამართლიანი შეფასება. გვარამიაზე იმას არ იტყოდა, რასაც ახლა ამბობს. მან, ძალიან კარგად იცის, რომ გენპროკურორობის დროს, უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ეს კაცი და ახლა, “რუსთავი 2” გაძარცვა. ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს იმიტომ, რომ არის კრიმინალების მფარველი. ძალიან მარტივად არის აქ საქმე,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში მყოფი რამდენიმე დეპუტატი მხილებული კრიმინალების დაცვაში.

,,ევროპარლამენტში ასეული დეპუტატია, აქედან 7-8 ევროპარლამენტარი მუდმივად აკეთებს ერთი და იგივეს – მფარველობს კრიმინალებს. რა შუაშია აქ ევროპა, ან ევროპარლამენტი. მარტივად არის აქ საქმე, ევროპის წინააღმდეგ გამოსვლასთან ამას არანაირად კავშირი არ აქვს. პირიქით, ვიოლა ფონ კრამონს, ფოტიგას და ა.შ. თავად არ აქვთ კავშირი ევროპასთან იმიტომ, რომ ბოლომდე აცდენილები არიან ევროპულ ღირებულებებს. თავის ქვეყანაში, რომ უნდათ სამართლის უზენაესობა და აქ, რომ გეუბნებიან, რომ დამნაშავე არ უნდა დაიჭირო, აი, ეს არის ზუსტად აცდენა ევროპული ღირებულებების,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები