,,საქართველოში ყოფნას მენტალურად ვერ იტანს, მით უმეტეს პატიმრის როლში”- ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილის ოჯახი და მისი გულშემატკივრები აცხადებენ, რომ საქართველოში ყოფნას მენტალურად ვერ იტანს.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ 7 ნოემბერზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, მოხდა ჯერ მიტინგის უმოწყალოდ დარბევა და „იმედის“. ოჯახი ითხოვს, რომ გვაჩუქეთ პატიმარიო, არ არის კანონით ისე, რომ პატიმრის ჩუქება შეგეძლოს. სააკაშვილის ოჯახი და მისი გულშემატკივრები ამბობენ, რომ საქართველოში მისი ყოფნა მისთვის დამაზიანებელია. ანუ, საქართველოში ყოფნას მენტალურად ვერ იტანს, მით უმეტეს, პატიმრის როლში. სამართალში ისეთი ცნება არ არსებობს, რომ თუ ადამიანი არის პრემიერი ან პრეზიდენტი, მისთვის საქართველოში მკურნალობა მიუღებელია“, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

მსგავსი თემები