,,საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროატლანტიკურ გზას ძირს ქართული ოცნება უთხრის”- ნონა მამულაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნონა მამულაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.

მისი თქმით,  საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე კრიტიკა ისმის დასავლეთიდან.

„ვინც ამ ქვეყანას ძირს უთხრის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები მთავრობაში, პარლამენტსა და სასამართლოში. ირაკლი კობახიძე არის რუპორი კრემლის პროპაგანდის და ის იმეორებს იმას, რასაც დაავალებენ. ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროატლანტიკურ გზას უთხრის ძირს და ამ პროცესს კითხვის ქვეშ აყენებს, ეს არის „ქართული ოცნება“. დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე კრიტიკა ისმის და მძიმე ნაბიჯებიც იდგმება. შემთხვევითი არ არის, რომ შეხვედრები უქმდება და შემდეგ სახლში უვარდებიან იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას აჩვენონ, „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ შეხვედრა შედგა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები დაკეტილია და ასე სახლებში შევარდნა მოუწევთ. ირაკლი კობახიძეს ვეკითხები – რომელი ევროპარლამენტარი მოსწონს და რომელი არ არის „ნაცი“?, რადგან ვინც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, იმ წამსვე „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები ხდებიან, რაც სამარცხვინო ხდება, რადგან დასავლეთში ადამიანი აღარ დარჩა, ვინც „ქართულ ოცნებას“ გააკრიტიკებს და „ნაცობაზე“ ეპითეტი არ იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

,,ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები