ჯო ბაიდენმა უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკა გამოუყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა გამოუყო,- აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადებაშია აღნიშნული, რომ უკრაინა მიიღებს საარტილერიო დანადგარებს, რადარებს და სხვა ტექნიკას, რომელსაც უკრაინელი სამხედროები უკვე იყენებენ ბრძოლის ველზე.

არსებული ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სამ კონტრსააარტილერიო რადარს, 18 ჰაუბიცს, ასევე მათი გადაადგილების საშუალებებს. ეს იარაღი უკრაინაში დაუყოვნებლივ გაიგზავნება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან.

აშშ-ის მიერ 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით გამოყოფილი თანხის რაოდენობა 3,9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

მსგავსი თემები