,,რაც დღეს დონბასში ხდება ჯოჯოხეთია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის 85-ე დღეს აჯამებს. ზელენსკის თქმით, ოკუპანტები გააზრებულად ცდილობენ, მოკლან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი და გაანადგურონ ქალაქები.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის გათავისუფლებას, მაგრამ დონბასზე ოკუპანტები ცდილობენ, უფრო მეტად გაზარდონ ზეწოლა. ის, რაც დღეს დონბასში ხდება ჯოჯოხეთია, ოკუპანტების სასამართლოს წინაშე წარდგებიან. სასტიკი და სრულიად უაზრო გახლდათ სევეროდონეცკის დაბომბვა. იქ ერთ დღეში დაიღუპა 12 ადამიანი, ათობით დაიჭრა. გრძელდება ჩვენი სხვა ქალაქების დაბომბვა საავიაციო და სარაკეტო დარტყმებით. ეს არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებები. რუსეთის არმიის დარტყმა ჩერნიგოვის რაიონზე, კერძოდ საშინელი დარტყმა დესნაზე. იქ ჯერ კიდევ გრძელდება ნანგრევების გაწმენდა, ბევრია დაღუპული. მუდმივი დარტყმები ოდესის ოლქში, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში. სრულად დანგრეული დონბასი – ამ ყველაფერს არ აქვს ახსნა რუსეთისთვის. ეს არის გააზრებული მცდელობა, მოკლან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი და დაანგრიონ, რაც შეიძლება მეტი სახლი, საწარმო. ეს არის ის, რასაც მიენიჭება უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია და ამის გამო ოკუპანტები წარდგებიან სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები