„მგონია, რომ გარემოს შეცვლა და მისი გაყვანა დადებითად იმოქმედებს”- გიული ალასანია

გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო.

„მგონია, რომ გარემოს შეცვლა და მისი გაყვანა დადებითად იმოქმედებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმებით. ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად უკეთდება, უბრალოდ ადამიანს აქვს მძიმე მდგომარეობა. მას ბევრი დიაგნოზი აქვს და შესაბამისად ბევრი გამოკვლევა არის საჭირო”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები