„ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით,  უკრაინაში მიმდინარე ომი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისია.

„მშვიდობა მხოლოდ ის არის, რაც შეგვიძლია თავისთავად მივიღოთ, თუ მზად ვართ, დავიცვათ იგი. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან ვისწავლეთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერის განმარტებით, უკრაინაში ომი  გარდამტეხი მომენტია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები,  მას დაუპირისპირდებიან.

„ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს – რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ქვეყანას, რომელსაც სასტიკად დაესხნენ თავს, დახმარება სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად და ამას არ შეიძლება ესკალაცია ეწოდოს“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

მსგავსი თემები