,,ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ზომები ძალიან სწრაფად იქნება მიღებული”- ნიკა მელია

ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზე, მართლმსაჯულებასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ნიკა მელიას განცხადებით, შეხვედრაზე  ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებაც ისაუბრეს.

,,ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც იყო სრულყოფილად საუბარი. პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უფრო შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, იგი იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმადგენლების როლი და აქაც როგორც არასოდეს, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდა და იგი იქნება გადაყვანილი შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით საერთოდ კითხვის ნიშანიც კი არ ისმის თუ ვინმე არის ყველა გაგებით პოლიტიკური პატიმარი, მედიაწარმომადგენელი და ეს იყო პირველი შემთხვევა, აქამდე გვინახავს აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობაში, მაგრამ უფრო შორს წავიდა “ოცნება” და ჟურნალისტი, უსაფუძვლოდ დააკავეს და ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ზომები ძალიან სწრაფად იქნება მიღებული და მალე დაგიბრუნდებათ თქვენ ტელევიზიაში”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მსგავსი თემები