დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

დიდი ბრიტანეთი რუსული ავიაკომპანიებს ახალ სანქციებს უწესებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, ბრიტანეთი წარადგენს ახალ შეზღუდვებს, რომლებიც რუსული სახელმწიფო ავიაკომპანიების აქტივებს გაყინავს.

სანქციების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში რუსულ ავიაკომპანიებს მათი ადგილების გაყიდვა ეკრძალებათ.

„ჩვენ უკვე დავხურეთ ჩვენი საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ მათ ვერ შეძლონ, გაანაღდონ ჩვენს აეროპორტებში მათი მომგებიანი დასაჯდომი ადგილები. ყოველი ეკონომიკური სანქცია აძლიერებს ჩვენს გზავნილს პუტინისადმი – ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

 

მსგავსი თემები