,,დავაკვირდებით როგორი იქნება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნება და შემდეგ იქნება რეაგირება რუსეთის მხრიდან”- ანდრეი რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, რეფერენდუმის საკითხის განხილვისას აუცილებელია, მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინება.

,,სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის საკითხის განხილვის დროს აუცილებელია, გავითვალისწინოთ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება. ჯერ დავაკვირდებით იმას, როდის შედგება რეფერენდუმი, როგორი იქნება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნება, შემდეგ კი იქნება რეაგირება რუსეთის მხრიდან. უნდა გავითვალისწინოთ ფაქტორების მთელი ერთობლიობა, მათ შორის მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ის, თუ რამდენად მიზანშეწონილი და დროულია სწორედ ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება,”- განაცხადა ანდრეი რუდენკომ

მსგავსი თემები