,,ღარიბაშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა რომ დემონსტრაციულად გაუქმებულიყო ცუდი იქნებოდა”- სანდრო რაქვიაშვილი

„გირჩის” წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრის გაუქმება ქვეყნისთვის ცუდი იქნებოდა და მისთვის გაუგებარია, რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი ამ ამბავის ირგვლივ.

„შეხვედრა, რომ დემონსტრაციულად გაუქმებულიყო, ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნებოდა. ეს იქნებოდა მინიშნება, რომ რაღაც ნატო-სთან კარგად არ გვაქვს დალაგებული, თუმცა თავიდანვე ტექნიკურ ამბავს ჰგავდა. ასე არ ხდება ხოლმე, დიპლომატიური შეხვედრები ასე მტრებთანაც არ უქმდება და მით უმეტეს პარტნიორ ქვეყნებთან. თავიდანვე გამიკვირდა, რომ ამაზე ხმაური ატყდა. მთელი დღე ველოდებოდი სიტუაციის გარკვევას. ჩემი კოლეგების ქცევაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ყველა თავისებურად უყურებს ამ ისტორიას, მათ შორის ვიღაცას ჰგონია, რომ თუ ნატო-სთან პრობლემა შეგვექმნა, ეს დაცინვის ან სიხარულის მიზეზი შეიძლება, იყოს. მე ასე არ მივიჩნევ. საერთოდ არ მომწონს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, მაგრამ თუ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული, ნატო-სთან დაგვაახლოებს, მხოლოდ მადლობას ვეტყვი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

მსგავსი თემები