რუსეთის აგრესიას უკრაინაში 231 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 231 ბავშვი დაიღუპა, 427-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 144, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 100, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ხერსონის ოლქში – 48, ლუგანსკის ოლქში – 47, ნიკოლაევის ოლქში – 44, ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16,  ჟიტომირის ოლქში – 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 828 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 171 მთლიანად განადგურებულია.

აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები