„ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის გაუქმება საქართველოსთვის ძალიან მძიმე იქნებოდა”- პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს. დეპუტატის თქმით, კარგია, რომ შეხვედრა არ გაუქმდა და შედგა.

„ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის გაუქმება საქართველოსთვის ძალიან მძიმე და ცუდი იქნებოდა. კარგი იყო, რომ რესურსი გამოინახა შეხვედრისთვის, რათა საქართველოს ზიანი არ მიეღო, რადგან ნატო ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. შეიძლება, ვიღაცას ამ შეხვედრის გაუქმება მოკლე მხედველობიდან გამომდინარე გაუხარდა, მაგრამ მე ეს გამიხარდა, რადგან ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი. ვშიშობდი, ვინმე „ქართული ოცნებიდან“ არ გამოსულიყო და არ ეთქვა, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს იმიტომ არ ხვდება, რომ მხოლოდ მას ხვდებიან, ვისაც ომი უნდაო. ხიფათს ამაში უფრო ვხედავდი, ვიდრე იმაში, მოკლე მხედველობის მქონე ადამიანი რას იტყოდა. მოკლე მხედველობის მქონე ადამიანი ყველგან არის, ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები