,,რუსეთი სტუდენტების საომარ მოქმედებებში ჩართვას გეგმავს”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევითი ოპერაციებს ქვეყნის აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და მათი ძირითადი აქცენტი დონეცკისკენაა მიმართული,- აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვის საფრთხე კვლავ ნარჩუნდება. ჩერნიგოვისა და სუმის რაიონებზე მტერმა საარტილერიო და ნაღმმტყორცნებით შეტევა, ხოლო დესნას დასახლებაზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ხარკოვის რეგიონში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე და კონტრშეტევების უზრუნველყოფაზე დაკარგული პოზიციების აღდგენის მიზნით. ასევე, დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამობილიზაციო რესურსების არარსებობის პირობებში, საოკუპაციო ძალების სარდლობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების საომარ მოქმედებებში ჩართვას გეგმავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები