,,რუსეთთან კომპრომისი და მის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია არ იქნება”- ალექსეი არესტოვიჩი

რუსეთთან კომპრომისი და მის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია არ იქნება, ოკუპანტები სრულად უნდა გავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან, – აღნიშნული განცხადება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გააკეთა.

არესტოვიჩის თქმით, ახლა მტერთან რაიმე სახის შერიგებაზე საუბარი არ იქნება.

„შერიგების ერთადერთი ვარიანტია – რუსეთის კაპიტულაცია, შეიარაღებული ძალების გაყვანა და საუბრები კომპენსაციაზე. ეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიციაა“, – აღნიშნავს არესტოვიჩი.

მისი ინფორმაციით, ეს არამხოლოდ პრეზიდენტის, არამედ დიპლომატებისა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს პირობებია.

„არ იქნება ვარიანტი, სადაც ჩვენ რუსების აქ დარჩენას დავუშვებთ. ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ, შეეცადონ შეთანხმებას, მაგრამ ვხედავთ, როგორი მრავალმხრივი პროცესები მიდის ევროპაში. ისინი ხანდახან ყოყმანობენ, რადგან ეს არის ევროპული პოლიტიკის სკოლა“, – აცხადებს არესტოვიჩი.

 

მსგავსი თემები