,,საქართველოს პრემიერს გავუზიარეთ შეშფოთება ცხინვალის რეგიონის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხი იყო.

,,საქართველოს პრემიერს გავუზიარეთ შეშფოთება ცხინვალის რეგიონის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვაღიარებთ,  გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები