,,მივისწრაფვით, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი გავხადოთ უფრო ეფექტიანი და ცოცხალი”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი მისწრაფება ამ პროცესის ეფექტურობის გაზრდაა.

„გაფართოება – დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივისწრაფვით გავხადოთ ეს პროცესი უფრო ეფექტიანი და ცოცხალი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ეს პროცესი არის თამაში ნულოვანი ჯამით. ეს ქმნის იმედგაცრუებას ორივე მხარეს, რაც ყოველთვის ცუდი კომპონენტია მაშინ, როდესაც გინდა, ნდობას იმსახურებდე”, – აცხადებს მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, განსახილველი ქვეყანა შეძლებს ეტაპობრივად ინტეგრირებას ევროკავშირის ყოველდღიურ საქმიანობაში. მიშელის თქმით, როდესაც ქვეყანა მიაღწევს კონკრეტულ მაჩვენებლებს, ის შეძლებს, მიიღოს სარგებელი პროგრამებთან, ევროპულ დაფინანსებასთან წვდომით, რაც სთავაზობს, კონკრეტულ უპირატესობებს მის მოქალაქეებს.

,,რა იქნება მთავარი სარგებელი ამ ახალი გაფართოების პროცესის? ის მიმართული იქნება სტრუქტურული რეფორმების წახალისებასა და დაჩქარებაზე, რაც აუცილებელია ამ ქვეყნების ევროკავშირთან კავშირების გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ შორსმხედველი ორმხრივ დავებთან, რაც ხშირად გამოწვეულია საკითხებით, რომლებიც ეხება უმცირესობათა დაცვას. ეს უნდა იყოს განსაკუთრებული და უშუალო ყურადღების საგანი, რათა ავიღოთ პასუხისმგებლობა მათ გადასაჭრელად”, – აცხადებს მიშელი.

მსგავსი თემები