უკრაინაში საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდა

რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში შეაფასა. ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტებს ეშინიათ აღიარონ, დაშვებული შეცდომები  უმაღლეს სახელმწიფო და სამხედრო დონეზე.

ვიდეომიმართვიდან ირკვევა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაციის ვადები გაახანგრძლივა. მისივე თქმით, ომის ხანგრძლივობა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.

,,დღეს რუსეთის სახელმწიფოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, უკრაინაში ლაზერული იარაღის სისტემების გამოყენება დაიწყეს, თითქოსდა რაკეტების გადასარჩენად. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მათ სჭირდებათ რაკეტების გადარჩენა და ამის როგორმე ახსნა. ანუ, რუსული არმიის მიერ უკრაინაში გასროლილი ორ ათასზე მეტი რაკეტა იყო მათი რაკეტების მარაგის ძირითადი ნაწილი.

ყველამ უკვე ნახა რუსეთი ომის დროს. გამოუცდელი წვევამდელები, რომლებსაც ქვემეხივით ისვრის ბრძოლაში. მოროდიორები, რომლებიც პირველად ხედავენ ნორმალურ ტექნიკას უცხო ქვეყანაში. ძველი საბჭოთა “აბჯარი” თანამედროვე დაცვის გარეშე. აკრძალული ფოსფორის ბომბები, რომლებსაც იყენებენ სკოლებისა და სახლების დასაწვავად და რაკეტები, რომელთა უმეტესობა რუსეთის არმიამ დახარჯა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე ყოველგვარი სტრატეგიული სამხედრო შედეგის გარეშე. დღეს მათ ასე მიიტანეს სარაკეტო დარტყმა მიკოლაივსა და დნიპროზე”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები