,,ყველა ჩვენმა ქალაქმა, რომელიც დროებითი ოკუპაციის ქვეშაა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს.

„ხერსონმა, მელიტოფპოლმა, ბერდიანსკიმ, ენერგოდარმა, მარიუპოლმა და ყველა ჩვენმა ქალაქმა და თემმა, რომელიც დროებითი ოკუპაციის ქვეშაა, უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება, იცოდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო არავის ტოვებს“, -განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა იბრუნებს იმას, რაც კანონით ეკუთვნის.

„ჩვენ გვახსოვს ყირიმის შესახებ და არასდროს დავივიწყებთ 1944 წელს, გენოციდს, რომელიც ყირიმელ თათრებს საბჭოთა ხელისუფლებამ მოუწყო. არც 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე მომხდარს დავივიწყებთ“, – აღნიშნავს ზელენსკი.

 

 

მსგავსი თემები