ტყეში სკის დადგმა ფასიანი ხდება  – მეფუტკრეებმა სახელმწიფოს თანხა უნდა გადაუხადონ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მეფუტკრეები, თვითნებურად ტყეში სკას ვერ გადაიტანენ. ტყეში ერთი სკის განთავსება 10 ლარი ეღირება.  აღნიშნული ინფორმაცია მეფუტკრეებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან, მის შესახებ არაფერი იცოდნენ.

როგორც მეფუტკრეები აცხადებენ, სეზონურად, სხვადასხვა მცენარის ყვავილობისას, სკები ტყეში გადაჰქონდათ, რომ შესაბამისი თაფლი მიეღოთ. ადრე ამისთვის არაფერს იხდიდნენ. ახალი ინიციატივა კი მათთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგანაც ტყეში მინიმუნ 50 სკა გადააქვთ და ეს რომ 10 ლარზე გადამრავლდეს, საკმაოდ დიდი თანხა გამოდის.

დადგენილებას სკების დაბეგვრის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ხელი 16 მაისს მოაწერა და ის ძალაში უკვე შევიდა.

მსგავსი თემები