,,ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა ოლივერ ვარჰეისთან”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელმა განვითარებამ კონკრეტული მექანიზმების საჭიროება წარმოშვა ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები