,,ვისაც უნდა წავიდეს და დატოვოს პარლამენტი”- გიორგი ვაშაძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის ინიციატივას ოპოზიციური სპექტრის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი ემიჯნება.

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ვისაც უნდა პარლამენტიდან გასვლა, უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს.

„ვისაც უნდა, წავიდეს და დატოვოს. ამას რომ იტყვის, განცხადება დაწეროს. ვის რას თვლის, რომ აზრი აქვს, თავად გააკეთოს – განცხადება დაწეროს. მეორეხარისხოვან საკითხებზე საუბრით არ შეგვჭამეს?! – სტოლტენბერგი შეხვედრას აუქმებს და ევროინტეგრაციის გზა კითხვის ქვეშაა და ესენი ჩაციკლული არიან ერთსა და იმავე იდიოტიზმზე! ეს არის ჩემი პასუხი. მე დავწერ მაშინ, როცა დავინახავ, რომ ამას შედეგი ექნება, დავწერ კიდევ, მაგრამ არა ისე, რომ მათსავით მეორე დღეს ტალახში ვიბურჯგნიალო. პარლამენტარები ერთუჯრედიანები არ უნდა იყვნენ. ორ-სამ თვეში სხვა რეალობაში ვიქნებით, ხომ ხედავთ, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ვინც სხვა აზრზეა, განცხადება დაწეროს. ჯერ თავისი პარტიიდან დაიწყონ და შემდეგ სხვას მოუწოდონ, არ შეგვჭამეს, კაცო“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები