,,ჩვენ ვთხოვეთ აშშ-ის ელჩს გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომ ნიკა იყოს თავისუფალი”- გიორგი გაბუნია

მედია მენეჯერები აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა  ნიკა გვარამიას დაკავების საკითხი განიხილეს.

,,ჩვენ ვთხოვეთ აშშ-ის ელჩს და მისი სახით შეერთებულ შტატებს, რომ მათ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არის იმისათვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი და ეს იყოს ბოლო შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთ უსამართლო განაჩენთან საქმე.

პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით, თქვენ იცით ნიკას დამოკიდებულება, მე პატივს ვცემ მის გადაწვეტილებას და პოზიციას, ამიტომ “მთავარი არხის” წარმომადგენლები ამ მიმართვას სალომე  ზურაბიშვილისადმი არ ვუერთდებით,” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ამასთან, მედიამენეჯერები აპირებენ მიმართონ სალომე ზურაბიშვილს  ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართონ. ,,მთავარი არხი” აღნიშნულ მოთხოვნას არ შეუერთდება.

მსგავსი თემები