ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა. შეხვედრა ბრიუსელში დღეს 18 მაისს იყო დაგეგმილი. ოფიციალური კომენტარი შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით არც ქართულ მხარეს და არც NATO-ს პრესცენტრს არ გაუკეთებია. შეხვედრის გაუქმების სავარაუდო მიზეზად იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.