,,ამ ეტაპზე არის მიუღებელი მოწოდებები, რომ დავტოვოთ სახელმწიფო დაწესებულებები”- არმაზ ახვლედიანი

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის ინიციატივას ოპოზიციური სპექტრის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი ემიჯნება.

პარლამენტის წევრის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს დატოვება მისთვის ჩაბარების და დანებების ტოლფასია.

,,ჩემთვის, ამ ეტაპზე არის მიუღებელი მოწოდებები, რომ დავტოვოთ სახელმწიფო დაწესებულებები, დავტოვოთ და ჩავბარდეთ ვისაც სურს. მე არ ვაპირებ ჩაბარებას და დანებებას. გამოსავალი არის ერთადერთი, დღეს ჩვენ გვმართებს, მივმართოთ პროტესტის ყველა ფორმას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორებს ცხადად ვაჩვენოთ, რომ ეს არის ზღვარი, რომლის შემდეგაც აზრს დაკარგავს ყოველგვარ ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე საქართველოს საუბარი,” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მსგავსი თემები