ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს. შესაბამისი განაცხადები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის ელჩებმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს გადასცეს.

განაცხადებზე ოფიციალურ პასუხს ქვეყნები სავარაუდოდ რამდენიმე კვირის შემდეგ მიიღებენ, თუმცა მათ უკვე აქვთ ალიანსის წევრი ქვეყნების თითქმის სრული უმრავლესობის მხარდაჭერა.

„თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი წევრობა ნატოში ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. განაცხადი, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ ისტორიული ნაბიჯია“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები