დღეიდან რუსთაველი-თავისუფლების მიმართულებით მოძრაობა იკრძალება

00:00 საათიდან,  პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აკრძალვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედება.

რესპუბლიკის მოედანზე შემხვევ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობისას გადაადგილება მხოლოდ მ. ჯავახიშვილის ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის გავლით შეეზღუდებათ, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის მ. კოსტავას ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მ. კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

თავისუფლების მოედანზე წრე შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლით, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცვლილება განხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებზე: N308, N359 და მიკროავტობუსზე: N457.

აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და თბილისის საკონცერტო დარბაზთან დატრიალდება.

მსგავსი თემები