საფრანგეთი უკრაინას დამატებით იარაღსა და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის

ელისეის სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინისთვის მორიგი დახმარება იყო.

ფრანგული მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტი მაკრონი პრეზიდენტ ზელენსკის დაჰპირდა, რომ  დამატებით იარაღს გამოუყოფს. საუბარია როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების გარანტიებსა და „აზოვსტალის“ ქარხნიდან აზოვის მცველების ევაკუაციაზე.

მსგავსი თემები