„საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში არ ხდება“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი საქართველოს  თანამშრომლობის შესახებ მორიგ განცხადებას აკეთებს. როგორც პრესსპიკერი განმარტავს, საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და მაქსიმალურად დაეხმარებიან რეფორმების გზაზე.

„საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში არ ხდება. მათი რეალიზება შეუძლებელია ერთი წლის განმავლობაში, თუნდაც ერთი ათწლეულის განმავლობაში. ამისთვის ბევრი შრომა და მოთმინებაა საჭირო. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ პარტნიორობა საქართველოსთან, გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან,“ – აცხადებს ნედ პრაისი.

 

მსგავსი თემები