„იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”- ენრიკო ვალვო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს მოუსმინა.საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ენრიკო ვალვომ კომიტეტის სხდომაზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და იტალიის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ცნობილია საქართველოს წვლილი უკრაინისთვის გაწეული დახმარების საკითხში, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნება, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებლად. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველი ხალხის მიერ გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას“, – განაცხადა ენრიკო ვალვომ.

იტალიის ელჩმა, საქართველოსა და იტალიას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე, პატივს სცემს საქართველოს სტრატეგიას და მშვიდობაზე დაფუძნებულ ევროინტეგრაციის ძალისხმევას“, – განაცხადა იტალიის ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები