,,პარლამენტის დატოვება არის ძალიან სერიოზული ბერკეტი, რომელიც ოპოზიციას უჭირავს ხელში”- ზაალ უდუმაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ,, ნაციონალურმა მოძრაობის” მიერ პარლამენტის დატოვება გამოსავალი არ არის. მისი თქმით,  ოპოზიციამ ერთიანობა უნდა გამოიჩინოს და შეთანხმებულად იმოქმედოს.

„რაც შეეხება პარლამენტს და მანდატების დატოვების თემას, ძალიან ხშირად არის ხოლმე აქტუალური ეს საკითხი და დღეს კვლავ გააქტიურდა. პირადად ჩემი მოსაზრება ისაა, რომ პარლამენტის დატოვება არის ძალიან სერიოზული ბერკეტი, რომელიც ოპოზიციას უჭირავს ხელში, თუმცა ეს უნდა იყოს შეთანხმებული მოქმედება; ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვოს დღეს პარლამენტი, არ არის გამოსავალი, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი შეთანხმება შევასრულოთ ოპოზიციასთან, თუმცა ეს უნდა იყოს ოპოზიციის ერთობლივი ნაბიჯი. ჯერ ასე აქტიურად ეს თემა არ განხილულა, თუმცა რამდენიმე პარტიისგან მზაობა ამის შესახებ მოვისმინე. გამოსვლას რა მიზანი აქვს, მარტო ის ხომ არა, რომ პარლამენტი და მანდატი დავტოვოთ. შენ უნდა შექმნა ის პოლიტიკური ვითარება, რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს მარტო თავის თავთან, ამას აქვს მნიშვნელობა, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ. ერთი ან ორი პარტია თუ გამოვიდა და პარლამენტი ისევ მრავალპარტიული დარჩა, რითიც შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ თავი დაიწყნაროს, ეს არ რის გამოსავალი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი თემები