რუსეთის დუმაში ,,აზოვის” პოლკის მებრძოლების დასჯას ითხოვენ

რუსეთის დუმა ,,აზოვის” პოლკის მებრძოლების გაცვლის წინააღმდეგია და ითხოვს,  უკრაინელი მებრძოლები რუსული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.

„ნაცისტური კრიმინალების გაცვლა არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ”,- განაცხადა დღევანდელ სხდომაზე დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მან დუმის თავდაცვის კომიტეტს დაავალა საპროტოკოლო ბრძანების მომზადება.

ცნობისთვის,  უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, აზოვსტალიდან გამოსულ სამხედროებს რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ, სადაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. მოგვიანებით კი ტყვეთა გაცვლის პროგრამის ფარგლებში სამშობლოში დააბრუნებენ.

მსგავსი თემები