„ქართული ოცნებისგან მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ  „ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, რათა დასავლეთმა საქართველოს დაჩქარებულ ინტეგრაციაზე უარი უთხრას.

„ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ნიკა გვარამიას დაკავება მიზანმიმართულად დაამთხვიეს. გვარამიას დაკავება შეეძლოთ სექტემბერში, იანვარში. რატომ დააკავეს გვარამია პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის წინ? – იმისთვის, თითქოს, ერთი მხრივ, კითხვარი მიაქვთ და აბარებენ ევროკავშირს, რათა საქართველოს მოქალაქეებს შეუქმნან  ილუზია, რომ ევროკავშირი უნდათ, რეალურად, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას კანდიდატის სტატუსზე. ამიტომ არიან ანტიქართული და ანტიევროპული ძალა.

არ გამოვრიცხავ, რომ ჩრდილოელი მეზობლისგან რეალურმა ბატონ-პატრონებმა მიიღეს კონკრეტული დავალებები, რა ნაბიჯები გადადგან და როგორ იმოქმედონ. აქამდე ორსახოვანი პოლიტიკა სადღაც ჭრიდა, ახლა მსოფლიო ორად იყოფა – ან ხარ ამერიკა, ევროპასთან ერთად, ან რუსეთთან. თავის თავს ხომ არ დააბრალებენ? – შეეცდებიან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს, დასავლეთს ომის დაწყება უნდოდა, მათ ვითომ ომი არ დაუშვეს და ამას შეეწიმააღმდეგა ბიძინა ივანიშვილი, რის გამოც, თითქოს, კანდიდატის სტატუსი არ მიიღეს. თუ ქვეყანა ამ სტატუსს მიიღებს, კონკრეტული წინაპირობებით მიიღებს, რა რეფორმებიც გასატარებელია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები