,,მე მგონია, რომ ბატონი ნიკა გვარამიაც და ბატონი სააკაშვილიც არიან ტყვეები”- იაგო ხვიჩია

პარტია ,,გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა გვარამიას მიმართ, სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს დააზარალებს.

,,მე მგონია, რომ ბატონი ნიკა გვარამიაც და ბატონი სააკაშვილიც არიან, როგორც ომის შედეგად გამარჯვებული რომ დამარცხებულს ატყვევებს, აი ეს მომენტი და შესაბამისად, ტყვეები არიან. როდესაც დასავლეთთან ასეთი ტიპის ურთიერთობები ყალიბდება, შეტანილი გვაქვს განცხადება ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ამ დროს ამის მოწყობა არაფერ შუაში არ არის. ეს საკითხი ან ადრე უნდა გადაწყვეტილიყო, ან მოიცდიდა,” – აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

მსგავსი თემები