,,25 ქვეყანაში ამოუცნობი ჰეპატიტი გავრცელდა, რომელიც ბავშვებში ღვიძლის გადანერგვას საჭიროებს” – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

,,25 ქვეყანაში ამოუცნობი ჰეპატიტი გავრცელდა, რომელიც ბავშვებში ღვიძლის გადანერგვას საჭიროებს”,- ამის შესახებ, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ოქტომბრიდან დღემდე მთელ მსოფლიოში ჰეპატიტის ახალი ვარიანტის 450 შემთხვევაა დაფიქსირებული.

,,მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰეპატიტის ახალი სახეობა დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით მთელი მსოფლიოს მასშტაბით 450 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება. დაავადებულებს შორის არის გარდაცვალების შემთხვევები და მძიმე მიმდინარეობაც, როდესაც საჭირო გახდა ღვიძლის გადანერგვა. ძირითადად, ეს ეხება ბავშვებს და ამ ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე დაბალია. არცერთი შემთხვევა, რომელიც ამ 450 შემთხვევაში შედის, არ არის სტანდარტული, კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული. შემთხვევების 74% არის ადენოვირუსი,ხოლო შემთხვევების 20%-ში ასევე დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირება,”- განაცხადა ივანე ჩხაიჩემ.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ დროისთვის უცნობია თუ რა იწვევს ახალი ინფექციის გავრცელებას.

,,დღეს პასუხი, თუ რა იწვევს ამ შემთხვევებს, არ არსებობს. რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ეს არის ადენოვირუსი, რომელმაც გარკვეული მუტაცია განიცადა. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ დაავადება კორონა ვირუსის გადატანის შემდეგ განვითარდა“,- აღნიშნა ივანე ჩხაიჩემ.

ამასთან, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ახალი ვირუსის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა და  მისი გავრცელების საშიშროებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„მსოფლიოში 450 შემთხვევა ძალიან მაღალი არ არის. ასევე ითვალისწინებენ იმ ფაქტსაც, რომ შეიძლება ასეთი შემთხვევები გაცილებით უფრო მეტი იყოს და მათი იდენტიფიცირება არ მოხდა. ჯერჯერობით, საქართველოში ასეთი ტიპის ჰეპატიტი არ დაფიქსირებულა. სულ მსოფლიოს 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელებული არ არის. საშიშროება, რომ ამის უკან იდგეს რაღაც აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი, რომელიც ღვიძლის დაზიანებას იწვევს, ამ მონაცემებით ამაზე საუბარი ადრეა. საუბარია, ოქტომბრიდან დღემდე განვითარებულ პერიოდზე. ამ ჰეპატიტის მართვას უმრავლეს შემთხვევაში განსაკუთრებული მედიკამენტი არ სჭირდება. ერთი, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა“, – განაცხადა ივანე  ჩხაიძემ.

“პანდემია არ დასრულებულა, განიხილება 3 ახალი მუტაცია” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები