აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოს ეწვევა

18 მაისს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, შოლე ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე კონსულტაციებს გამართავს.

დერეკ შოლე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილავს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, კრემლის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიულ მისწრაფებებს.

მსგავსი თემები