,,გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა”- ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ  ,,მთავარი არხის” დამფუძნებლის და დირექტორის დაკავების შემდეგ, მნიშვნელოვანია არხმა მაუწყებლობა არ შეწყვიტოს და ამისთვის ოპოზიციური სპექტრი ყველა ბერკეტს გამოიყენებს. მელიას თქმით, განიხილება აქციები და საპარლამენტო მანდატების დათმობის საკითხიც.

,,შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც მისი სულის ჩამდგმელი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია უკანონოდ დააპატიმრეს. აქციები იქნება თუ არა, ამასთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, თუმცა არ ვიქნებით ადვილად პროგნოზირებადები “ქართული ოცნებისთვის,”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.

მსგავსი თემები