,,არ შეიძლება იპარავდე გარკვეული რაოდენობის მილიონებს და პოლიტიკურ პატიმრად ასაღებდე თავს”-გიორგი ვოლსკი

მმართველ გუნდში ,,მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას აფასებენ. უმრავლესობის წევრების განცხადებით, პოლიტიკური აქტიურობა ვერ იქნება იმუნიტეტი დანაშაულის ჩამდენისთვის და განმარტავენ, რომ მართლმსაჯულების წინაშე ყველა არის ერთნაირად ანგარიშვალდებული.

“დანაშაული სახეზეა. არავის არავის დაჭერის პიროვნული ინტერესი არ გააჩნია, მაგრამ არ შეიძლება იპარავდე გარკვეული რაოდენობის მილიონებს და პოლიტიკურ პატიმრად ასაღებდე თავს. სასამართლოს გადაწყვტილებას უნდა დაუპირისპირდეს აქცია იქნება თუ ცალკეული განცხადება იქნება, სამართლებრივად უნდა ჩამოაყალიბონ თავისი პოზიცია და დაამტკიცონ, რომ ადამიანმა არ მოიპარა, არამედ რაღაცა კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედა,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები