თურქეთი, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგია

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ისევ კატეგორიულია და აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ადგილი ნატო-ში არ არის. რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ აპირებს, ამ ორი ქვეყნის ალიანსში  გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.

პრეზიდენტი ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებს ურჩევს, თურქეთში არ ჩავიდნენ მისი თანხმობის მისაღებად.

„ისინი ორშაბათს თურქეთში ჩამოდიან. ჩვენს დასარწმუნებლად მოდიან?  თავს ნუ დაიღლიან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვეტყვით ნატო-ში გაწევრიანებაზე „კი“-ს მათ, ვინც თურქეთს სანქციებს უწესებს. რადგან მაშინ ნატო აღარ იქნება უსაფრთხოების ორგანიზაცია და გახდება ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების კონცენტრაციის ადგილი“, – ასეთია ერდოღანის გზავნილი.

თურქეთი ფინეთსა და შვედეთს ტერორისტების მფარველებად ასახელებს და აცხადებს, რომ ისინი „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ თანამშრომლობენ.

მსგავსი თემები