„მთავარი არხი გვარამიათი არ მთავრდება ისევე, როგორც რუსთავი 2-ით არ დამთავრდა- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი,  პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თუმცა, თავად ზარქუა მიიჩნევს, რომ ,,მთავარი არხის” დირექტორის შეწყალება არ უნდა მოხდეს.

„როგორც მოვისმინე, გვარამიამ ოჯახს მოუწოდა, პრეზიდენტს არ მიმართონ. პრინციპში, მართალიც არის და მის პოზიციას ვიზიარებ, რადგან მისი მთელი შემოქმედება და გუნდი ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, მისი უხერხულობა მესმის, თუმცა ეს ყველაფერი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი ადამიანის შეწყალება სწორი არ არის. „მთავარი არხი“ გვარამიათი არ მთავრდება ისევე, როგორც „რუსთავი 2“-ით არ დამთავრდა. ვამბობდით, რომ ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, როცა ერთ საათში კომპანიის დარეგისტრირება შეიძლება. ეს არ არის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე იყო და ანტენებს დასდევდა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები