„იმედგაცრუებულები ვართ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო”-ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კლერ ოლბლესი „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„იმედგაცრუებულები ვართ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო.
ეს განსაკუთრებით საგულისხმოა, „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ ბოლო ანგარიშის ჭრილში, სადაც საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია.

დიდი ბრიტანეთი გლობალური მედიათავისუფლების სადარაჯოზეა.

თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას“, – ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაში.

მსგავსი თემები