„ქვეყანაში ფქვილის ნაშთი არსებობს, პური ცხვება და გამოცხვება“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში”, ფქვილის მარაგთან დაკავშირებულ, საზოგადოებაში  ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით პანიკის საფუძველი არ არსებობს და მარაგების შევსება მუდმივად მიმდინარეობს.

„13 მაისს, არასასიამოვნო ინფორმაცია გაჟღერდა, რომ წისქვილები შეწყვეტენ მუშაობას, რამაც ხალხში თავისებური რეაქცია გამოიწვია. პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ პურის საწარმოებში არის გარკვეული ნაშთი იმისა, რომ თბილისში არ შეიქმნას ამ საკითხთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა. პური ცხვება და გამოცხვება. ჩვენ ვიმყოფებით მოსავლის აღების წინა პერიოდში. იცით, რომ მთელ მსოფლიოში ხორბალთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად გაჩნდა. მცურავი საბაჟო გადასახადი, რომელიც ხორბალს დაუწესეს და არა ფქვილს, ამან გარკვეული პრობლემები ხორბალზე ნამდვილად შექმნა. რაც შეეხება ფქვილს, მე ჩემი თვალით ვნახე, მცხეთა-მთიანეთის გზატკეცილზე ფქვილით დატვირთული უამრავი ტრაილერი , რამდენიც არასდროს მინახავს,”- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

 

“ქვეყანას ფქვილის 2 თვის მარაგი აქვს” – მალხაზ დოლიძე “მედაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები