,,საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი”- რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბოგდან ლუსიან აურესკუს განცხადებით, რუმინეთი საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. მინისტრის თქმით, რუმინეთი მზადაა ნებისმიერი სახის მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

,,რუმინეთი არის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი საქართველოს გაწევრიანების შესახებ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ პერსპექტივაში, მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალიან ბევრ საკითხში, მათ შორის არის კითხვარის საკითხი, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც უკრაინა და მოლდოვა, საქართველოც უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, რადგან ისინი ევროპული ოჯახის წევრები არიან. უკრაინისთვის, მოლდოვისთვისა და საქართველოსთვის წევრობის სტატუსი უმნიშვნელოვანესია, ეს ჯერ ამ პროცესის დასაწყისია, ამ ქვეყნებს სჭირდებათ გზამკვლევი რეფორმებისთვის, ყველა ქვეყნის მსგავსად, ამ სახელმწიფოებმაც უნდა გაიარონ ეტაპები, რუმინეთი მზადაა ამ პროცესის მხარდასაჭერად. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა და მომენტი არ უნდა დაიკარგოს,” – აღნიშნა ლუსიან აურესკუმ.

მსგავსი თემები