,,გვარამიას დაკავების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და საჭიროა საზოგადოების ერთიანობა.

„ამ პროცესის მაინც და მაინც ახლა დაჩქარება უკავშირდება იმას, რომ „ქართული ოცნება“ დასავლელ პარტნიორებთან მეტ სავაჭრო თემას იტოვებს. „ქართულ ოცნებას“ უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რადგან საზოგადოება დაინახავს, რომ ისინი მთლიანად აცდნენ დასავლურ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, პასუხები გასცეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეს ქართულ საზოგადოებას. ხელისუფლება ნელ-ნელა იგროვებს სავაჭრო საკითხებს, რომელიც როგორც წესი, მათ უნდათ, რომ შემდგომ რაღაც დათმონ, ამ დათმობის ხარჯზე ფონს გავიდნენ და ა.შ. დღევანდელი გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და ქვეყანა გზააცდენილი პროცესიდან დასავლური განვითარების გზაზე უნდა დავაბრუნოთ. ერთიანები და პრინციპულები უნდა ვიყოთ, საბოლოო ჯამში, გამარჯვება მოვიპოვოთ. უახლოეს ორ-სამ თვეში ბევრ საკითხს ველოდებით, რომელიც დაჩქარდება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ყველა პოლიტიკური პატიმარი იქნება თავისუფალი და საქართველო დაუბრუნდება დასავლური განვითარების გზას. დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს, საქართველოში არის ფეიკდემოკრატია და ცრუ ილუზიები, ვითომ რაღაც ინსტიტუტები არსებობს, თუმცა ეს ყველაფერი მორგებულია „ქართული ოცნების“ ინტერესებს. მალე გათავისუფლდება ნიკა გვარამიაც და ყველა პოლიტპატიმარი, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან გავისტუმრებთ. მძიმე კრიზისების ორი ფაზა გახსოვთ, მესამე კრიზისულ ფაზას ვუახლოვდებით და „ქართული ოცნება“ შეეცდება, პოლიტიკური პატიმრები გამოიყენოს, როგორც ამას პირველი-ორი ფაზის დროს იყენებდა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი თემები